saqarTvelos xeobebi - qsnis xeoba

 

ხეობა მდინარე ქსნის ხეობა. მდებარეობს მცხეთა-მთიანეთის მხარის დასავლეთ ნაწილში. დღევანდელი ადმინისტრაციული დაყოფის მიხედვით შედის ორი მუნიციპალიტეტის ფარგლებში: ზემო მხარე, ქსნის სათავიდან სოფელ ოძისამდე, მიეკუთვნებაახალგორის მუნიციპალიტეტს. აღნიშნული ტერიტორია 2008 წლიდან ოკუპირებულია რუსეთის ფედერაციის მიერ. ქვემო ნაწილი კი ქსოვრისიდან ციხისძირამდე მცხეთის მუნიციპალიტეტში.

ქსნის ხეობას ესაზღვრება: აღმოსავლეთით - არაგვის ხეობა, დასავლეთით ლეხურის ხეობა, ჩრდილოეთით - ალევის ქედი, სამხრეთით კი - მდინარე მტკვარი.

მდინარე ქსნის სათავე კავკასიონზეა და შედგება 3 ხეობისაგან: ჭურთის, ქარჩოხისა და ცხრაძმისხევისაგან. ქარჩოხი და ცხრაზმის ხეობები ერთდებიან ლარგვისის ზემოთ, ლარგვისში კი მათ უერთდებათ ჭურთა. მდინარე ქსანი გაივლის მუხრანის ვაკეს და სოფელ ქსანთან მარცხნიდან უერთდება მტკვარს.

ქსნის ხეობის სიგრძე დაახლოებით 80 კმ-ია.

საბჭოთა პერიოდი

საქართველოს გასაბჭოების შემდეგ ახალგორი, უკვე ლენინგორის სახელწოდებით სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის შემადგენლობაში „აშენებდა სოციალიზმსა და კომუნიზმს“.

სსრ კავშირის ნგრევისა და ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის პერიოდში, როცა საქართველომ მტკიცედ აიღო სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის კურსი, საქართველოს დამოუკიდებლობისათვის მებრძოლებს დაუპირისპირეს ავტონომიურ წარმონაქმნებში ეროვნულ უმცირესობათა ანტიქართული გამოსვლები.

1990 წლის 4 სექტემბერს ლენინგორის სახალხო დეპუტატთა მეოცე მოწვევის რაიონული საბჭოს მეთვრამეტე რიგგარეშე სესიამ გადაწყვიტა ლენინგორის სახალხო დეპუტატთა რაიონული საბჭოს სესია არ ცნობს სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის სახალხო დეპუტატთა საბჭოს უფლებამოსილებას რაიონის ტერიტორიაზე და მოუწოდებს სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის რაიონებს არ ცნონ სახალხო დეპუტატთა საბჭოს უფლებამოსილება თავიანთი რაიონის ტერიტორიაზე. ეს ფაქტობრივად სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქიდან გამოსავალს ნიშნავდა.

დღეს ქსნის ხეობა ქართული კანონმდებლობით მცხეთა-მთიანეთის მხარის შემადგენლობაშია, თუმცა ოკუპირებულია რუსეთის მიერ.

ძეგლი ერისთავთა

მიუხედავად რთული პოლიტიკური მდგომარეობისა, ქსნის ხეობაში კულტურული ცხოვრება არ შეფერხებულა. XV საუკუნეში, ლარგვისის მონასტერში, ავგაროზ ბანდაისძემ დაწერა "ძეგლი ერისთავთა" - ქსნის ერისთავთა საგვარეულო მატიანე, რომელიც ისტორიის სახელმძღვანელოს წარმოადგენდა ქსნის ერისთავთა კარზე.

მთავარი სტატია: ქსნის საერისთავომუხრანის ბრძოლა და სამუხრანბატონო.